ბათუმში შუახნის მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. თავდამსხმელი მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.

არსებული ინფორმაციით, მას ოთხი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. დაშავებული კლინიკა „მედინაში“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ექიმები ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ოპერაციის შემდეგ ის გონზეა და ადეკვატურია.

როგორც დაჭრილის ახლობლები აცხადებენ, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. მათი ინფორმაციით, თავდამსხმელი დაჭრილი მამაკაცის ნათესავია, რომელთანაც კონფლიქტი გასული წლის სექტემბერში ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.