ბათუმში შუახნის ქალი დაჭრეს

22:55, 09.04.2021

ბათუმში შუახნის ქალი დაჭრეს. მას ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული. თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია უტარდება.

„დაჭრილია გულ-მკერდის არეში. საკმაოდ მძიმე ოპერაცია უტარდება, რისი დასრულების შემდეგაც ქირურგი გვეტყვის მდგომარეობის შესახებ“, – განუცხადა პირველ არხს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ.

 

 

მსგავსი