ბათუმში შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ბათუმში შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

შინდისში გმირულად დაღუპული სამხედროები ბათუმში გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე შინდისის გმირების სახელობის მემორიალთან ბათუმის მერთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

„დღეს ჩვენ აგვისტოს ომის ყველაზე გამორჩეულ ჯარისკაცებს, შინდისის გმირებს ვიხსენებთ. რამდენადაც ტრაგიკული იყო მათი აღსასრული, იმდენად დიდი გმირობა და თავდადება გამოიჩინეს ქვეყნის წინაშე. ესაა ნამდვილი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი პატრიოტი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შინდისის გმირების სახელობის სკვერში გმირულად დაღუპული მეომრების სახელზე სიმბოლურად 17 ხე დარგეს.