ბათუმში სანიაღვრე კოლექტორი შენდება
ბათუმში სანიაღვრე კოლექტორი შენდება

წლის ბოლოსთვის, ბათუმში უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის პრობლემა მოიხსნება. ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორი შენდება, რომელიც მთლიანად შეკრებს სანიაღვრე წყლებს და არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება. სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს ქალაქის ცენტრალური კოლექტორებიდან მიღებული სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის საშიშროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 600 ათას ევროს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერა.