ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან ბათუმშიც განახლდა. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების სალონებში არსებული სადეზინფექციო დისპენსერების შევსება დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდება.

ადგილი, სადაც მძღოლებს უწევთ სამსახურში გასვლის წინ შესაბამისი აღრიცხვის გავლა, ყოველდღიურად დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით.

ყოველდღიურად განხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია.

დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც ამუშავდა. მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება.