ბათუმში სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა

ბათუმში სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი, ჯამში ექვსი ადამიანი, გადავიდა თვითიზოლაციაში. მათ კონტაქტი ჰქონდათ 60 წლის ქალთან, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

„პაციენტთან, რომელსაც ბათუმში კორონავისუსი დღეს დაუდასტურდა, სასწრაფო დახმარების ორ ჯგუფს ჰქონდა შეხება. პირველად ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, განმეორებითი გამოძახების შემდეგ კი, ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა, ასეევე არც მოგზაურობის ისტორია და ამბობდა, რომ აწუხებდა ელენთა“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა, მინდია კახიძემ.

მისი ინფორმაციით, გამოძახებაზე მედიკოსები პირბადეებითა და ხელთათმანებით იყვნენ.

კახიძე ამბობს, რომ მოხდება ორივე ჯგუფის გამოკვლევა.

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა 60 წლამდე ქალს, რომლის ინფიცირების წყარო და კონტაქტები უცნობია.

დატოვე კომენტარი