ბათუმში საშობაო ალილო მოეწყო
ბათუმში საშობაო ალილო მოეწყო

ძლიერი წვიმის მიუხედავად, ბათუმში ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო.  ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს, ისინი ქალაქის ქუჩებს შემოივლიან,  კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან შეჩერდებიან და საშობაო ნობათს შეაგროვებენ.

მსვლელობისას მიღებული ნობათი ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.