ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, თავდამსხმელი დაკავებულია
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, თავდამსხმელი დაკავებულია

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, იგი თანხას ითხოვდა და მძევლის აყვანაც სცადა, თუმცა ბანკის თანამშრომლებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი გაიქცა. მას პოლიცია დაედევნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა, დაკავებულია ერთი პირი.

შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. ბანკის ფილიალი ამ დროისთვის მუშაობას განაგრძობს.