ბათუმში საპროტესტო მსვლელობა იმართება.
როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას აპროტესტებენ.
მათვე ინფორმაციით, მსვლელობას ბათუმის იუსტიციის სახლიდან დაიწყებენ და პოლიციის აჭარის მთავარ სამმართველოსთან დაასრულებენ.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია აბულაძე აცხადებს, აქცია სოციალურ ქსელში დაანოსნდა და მოქალაქები მას საკუთარი სურვილით შეუერთდნენ.
“მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაითავისოს, რომ ამ ქვეყნის პოლიცია ემსახურება საქართველოს, მის ყველა მოქალაქეს და არა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ პოლიცია აქცია კონკრეტული ადამიანის და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის დამცველად. ამის ნათელი მაგალითია პოლიციელის თვალწინ მშვიდობიანი აქციის წევრების, მათ შორის დეპუტატების მიმართ რამდენიმე დღის წინ აქციაზე განხორციელებული ძალადობა”, – აცხადებს ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე.