ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ექვსი პირი ოპოზიციის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს დააკავეს. დაკავება ადმინისტრაციული წესით განხორციელდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ბათუმში მიმდინარე მდინარე აქციებზე ერთი თვის განმავლობაში აქციის 15 მონაწილე დააკავეს და დააჯარიმეს. ის პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას პოლიციის სამ მაღალჩინოსანს აკისრებს.

„ძალოვანი უწყებები დაკომპლექტებულია არაადგილობრივი კადრებით. ჩანაფიქრის მიზანი ზუსტად ისაა, რომ მათ გაუადვილდეთ ადგილობრივების დარბევა. ეს ზონდერები მოავლინა ბიძინა ივანიშვილმა. ერთი თვის განმავლობაში 15 პირი დააკავეს, დღეს დაკავებულების პროცესები 13:00 საათიდან დაიწყება და წინასწარ ვიცით, რომ მათაც დააჯარიმებენ, არადა სრულად უდანაშაულო აქციის მონაწილეები დაარბიეს გუშინ“, – განაცხადა ბონდო თედორაძემ.

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გუშინ მოხდა.