ბათუმში სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ბათუმში სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულმა ოჯახებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ მშენებარე კორპუსში ბინის შესაძენად, სხვადასხვა დროს ფული  წინასწარ გადაიხადეს, ნაწილს კი საკუთარი საცხოვრებელი აქვს ინვესტორისთვის გადაცემული, თუმცა წლებია, მშენებლობები არ სრულდება. აქციის მონაწილეები პროცესში მერიის ჩართვას მოითხოვენ.

„ბინას 11 წელია ველოდებით, სახლი არ დასრულდა, ჩვენი საცხოვრებლები აიღეს, ინვესტორი ბინის ქირასაც არ გვიხდის, სასამართლოსა და პროკურატურაში საქმეები თაროზეა შემოწყობილი. ჩვენი ინფორმაციით,  თბილისში ანალოგიური პრობლემის მოგვარება მერიამ ითავა, ჩვენმა მერიამაც მოგვხედოს “-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დაზარალებულებმა მერიას ერთკვირიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აჭარის მთავრობასთან ხალხმრავალი აქციის გამართვას აპირებენ.