საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს

13:40, 21.10.2026

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სხდომის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები სხდომის მიმდინარეობას მონიტორზე ადევნებენ თვალს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „პროცესი ანტიკონსტიტუციურია და გადაწყვეტილება წინასწარ არის ცნობილი“.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვა მიმდინარეობს.

მსგავსი