ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს
ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. დოკუმენტი მიმოიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს. დღესვე მოხდება სტატისტიკის გასაჯაროება.

შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მომწესრიგებელი კანონმდებლობის ხარვეზების თაობაზე.

დაგეგმილია დისკუსია შეხვედრის მონაწილეთა შორის.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვლუტოვამ განაცხადა, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ თუ როგორ შეიძლება, სამოქალაქო საზოგადოებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააძლიერონ დიალოგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან.

„დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროსაბჭო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ძალიან აქტიურად მრავალი წლის განმავლობაში. დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ვაპირებთ განვიხილოთ, როგორ შეიძლება, სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააძლიერონ დიალოგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მოქალაქეების უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში.

საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სასამართლო სისტემის ფარგლებში. სასამართლომ პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი, ევროპული ღირებულებების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ევროპის საბჭოს საქართველოა ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვლუტოვამ.