ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტი მიმოიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს.

„არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა საკონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც უნდა შევიდეს ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. პრეზენტაციაზე მონაწილეებმა იმსჯელეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მომწესრიგებელი კანონმდებლობის ხარვეზების თაობაზე.

გაიმართა დისკუსია შეხვედრის მონაწილეთა შორის. გამოიკვეთა ის ძირითადი ტენდენციები, რითაც ხასიათდება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.