ბათუმში, სახლის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

14:06, 20.04.2018
333

333

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაცია მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღინიშნება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი