ბათუმში, საკარანტინო სივრცეს 115 მოქალაქე დატოვებს
ბათუმში, საკარანტინო სივრცეს 115 მოქალაქე დატოვებს

ბათუმში, საკარანტინო სივრცეს დღეს 115 მოქალაქე დატოვებს. მათ საკარანტინო პერიოდი დაუმთავრდათ და ისინი დღესვე დაბრუნდებიან სახლებში.

ბათუმში საკარანტინო სივრცეები გუშინ 314-მა მოქალაქემ დატოვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის რეგიონში მოქმედ საკარანტინო ზონებში 1 114 პირი რჩება, იზოლაციის რეჟიმისგან კი 5 882 მოქალაქე გათავისუფლდა.

აჭარაში 27 საკარანტინო სივრცე მოქმედებს, რისთვისაც ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შვიდი მილიონი ლარი გამოიყო.