ბათუმში, საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი ხუთი პირის ანალიზის პასუხები საღამოს გახდება ცნობილი
ბათუმში, საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი ხუთი პირის ანალიზის პასუხები საღამოს გახდება ცნობილი

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის კორონავირუსზე ხუთი პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ისინი კლინიკაში საეჭვო სიმპტომების გამო გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე მათგანი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

დღეიდან ყველა ინფიცირებულს არა ინფექციური საავადმყოფო, არამედ კლინიკა „მედალფა“ მიიღებს.

კორონავირუსით შვიდივე ინფიცირებული, რომელიც აჭარაშია, სწორედ „მედალფაში“ არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათგან ხუთის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის საშუალო სიმძიმის, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობაშია.