ბათუმში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი მიმდინარეობს
ბათუმში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი მიმდინარეობს

ბათუმში შავი და კასპიის ზღვების მე-5 საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი გაიხსნა.

20 ქვეყნის 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი კასპის, აზოვისა და შავი ზღვების პორტებისა და ტერმინალების სამომავლო განვითარების, გამტარუნარიანობის გაზრდისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე მსჯელობს.

ფორუმის ფარგლებში განიხილება ასევე ევროპას, ჩინეთსა და დსთ-ს ქვეყნებს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების, ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ოპერაციების კიბერუსაფრთხოების საკითხები. მთავარ გამოწვევად ბოლო წლებში სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოცულობების შემცირება სახელდება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ პორტების, ტერმინალებისა და სარკინიგზო კომპანიების წარმომადგენლები, ექსპედიტორები, ლოგისტიკური კომპანიები, ტვირთმფლობელები, გემთმფლობელები, საინვესტიციო კომპანიები და თიზების ადმინისტრაციები.

 

დატოვე კომენტარი