ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

ისინი საეჭვო სიმპტომების გამო, ბათუმის საკარანტინო სივრციდან ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.

რაც შეეხება კორონავირუსის მქონე პაციენტებს, ამჟამად შვიდივე ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს.

მძიმე რჩება ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ასევე საშუალო სიმძიმისაა ერთი პაციენტის მდგომარეობა, ხოლო ხუთს რაიმე სახის გართულება არ აღენიშნება.

„მედალფა“ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში 50-მდე კოვიდით ინფიცირებული მიიღოს.

კლინიკას ხელოვნური სუნთქვის 12 აპარატი გააჩნია.