ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე 16 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

18:26, 06.04.2020

ბათუმში დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე 16 პაციენტი გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. „ცხელების ცენტრში“ ისინი კარანტინიდან და თვითდინებით გასული დღე-ღამის განმავლობაში შევიდნენ.

ამ წუთისთვის ე.წ. ცხელების ცენტრში გამოსაკვლევად ხუთი პაციენტია შესული.

საკარანტინო ზონის პარალელურად ე.წ. ცხელების ცენტრში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოწყობილი, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები 112-ზე მიღებული ზარებისა და ოჯახის ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე გადაჰყავთ.

მსგავსი