ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ასევე, სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის სრული ტერიტორია მოირეცხა.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები და ველობილიკი.

პარალელურად, ბათუმში ქუჩების, ტროტუარების, ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია მიმდინარეობს.