ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია იმართება
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია იმართება

ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე მოქალაქეები საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მშენებლობა ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა პარტნიორ კომპანიებს შორის სასამართლო დავის გამო, პროცესი გაურკვეველი დროით არის შეჩერებული.

„ორი წელია ვითხოვთ, რომ მშენებლობა დასრულდეს. სასამართლო დავა პარტნიორ კომპანიებს შორის არ მთავრდება. ჩვენ კი, ამ დროს დავზარალდით. ვითხოვთ მშენებლობის გაგრძელებას და ბინების დროულად ჩაბარებას”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან.