ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

16:19, 07.11.2019

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში მოხდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განაცხადა, სასწრაფო დახმარებას მუშა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

„30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ბრიგადას იგი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. დაღუპული მეოთხე სართულზე სავარაუდოდ ბინას არემონტებდა. კორპუსი მშენებარე არ არის“, – განაცხადა ბადრი პაქსაძემ.

მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი