ბათუმში, საცხოვრებელ კორპუს “მაგნოლიაში” რამდენიმე ბინა გაქურდეს. ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად რამდენი ოჯახი დაზარალდა, შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი დღის წინ შევიდა.
“ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ბინაა გაქურდული. კორპუსში მუდმივად ძალიან ცოტა ოჯახი ცხოვრობს. შეტყობინება სამინისტროში ორი დღის წინ შემოვიდა. მიმდინარეობს გამოძიება. საქმე 177-ე ქურდობის მუხლით არის აღძრული”,- განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
“მაგნოლია” ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კორპუსია. კომპანია “ცენტრპოინტმა” მისი ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო.