ბათუმში საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ბათუმში საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი – „ბიაფი“ (Biaff) გაიხსნა.

კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე, ფრანგი მსახიობი დენის ლავანი და ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი პოლ შრედერი დააჯილდოვეს.

მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება, კინოთეატრის პარალელურად, ღია ცის ქვეშ მოეწყობა. კონკურსზე 30-მდე ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი ფილმები, საერთაშორისო ჟიური კი რჩეულებს გამოავლენს.

კინოფესტივალის ფარგლებში უცხოელი რეჟისორები მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა.