ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს ბინები გადაეცათ
ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს ბინები გადაეცათ

ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს დღეს ბინები გადაეცათ, რითაც სამთავრობო პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო.

ბინები აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან შეირჩა.

ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შეხვდნენ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ოჯახებს ზუსტად იმ ფართობის ბინა გადაეცემათ, რამდენსაც ავარიულ სახლებში ფლობდნენ. მათივე ცნობით, საცხოვრებლები გარემონტებული იქნება, ან მერია მოსახლეობას რემონტის თანხას გადასცემს.

ცნობისთვის, რურუას ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსიდან მაცხოვრებლები ბათუმის მერიამ ქირით გასულ წელს გაიყვანეს. პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობის ახალი საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამა 80 მილიონ ლარს მოიცავს და 2025 წლისთვის 3 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.