ბათუმში, ქობულეთის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ რუსთაველის ქუჩა გადაკეტა [ვიდეო]

ბათუმში, ქობულეთის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ ცოტა ხნით რუსთაველის ქუჩა გადაკეტა. მოსახლეობა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს.

მათი განცხადებით, ფაროსანამ თხილის მოსავალი გაუნადგურა, ხოლო ფაროსანას გამრავლების მიზეზი კი უხარისხო პესტიციდებით შეწამვლა გახდა, რაშიც ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ და კომპენსაციას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან პროტესტის ნიშნად გაფუჭებული თხილი მიიტანეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ თხილთან ერთად ციტრუსის პლანტაციებიც დაზიანდა.

საპროტესტო აქციას ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეუერთდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე ამბობს, ისინი აქციებს გააგრძელებენ და ხელისუფლებას მოსახლეობის დახმარებას აიძულებენ.