ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. წელს ევროპის მოედნის ნაცვლად, მთავარი ნაძვის ხე ბულვარში დადგეს.

ნაძვის ხე 200 მანათობელი ქოლგით მორთეს. დეკორაციული სანათები, მათ შორის, სანათი ქოლგები, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აჭარგანათებისგან“ შეიძინა, ჯამში, 52 100 ლარად.

2020 წელს მთავარი საახალწლო კონცერტისთვისაც სცენა ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდება. საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის მიხედვით, ყოველდღიურად ჩატარდება კონცერტები. 31 დეკემბრს კი ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გამართავს კონცერტს.