ბათუმში, პროტესტანტულ და კათოლიკურ ტაძრებში ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსახურება მიმდინარეობს

22:26, 24.12.2019

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს ქრისტეს შობის დღეს აღნიშნავს.

საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაშიც მიმდინარეობს. პასტორმა, ვარლამ რამიშვილმა შობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შობა ეს არის ღვთიური საიდუმლო, რომლის არსი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გააზრებული.

ბათუმის წმინდა სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში ქრისტეშობის ღამე ყველაზე ხალხმრავალი დღესასწაულია. ამ დღეს საგანგებოდ ირთვება ტაძარი და სადღესასწაულო რიტუალიც განსხვავებულად მიმდინარეობს.

პროტესტანტები ქრისტეშობისთვის ერთი თვით ადრე იწყებენ მზადებას და თვის განმავლობაში, ყოველი კვირის დასაწყისში სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობით ახალ სანთელს ანთებენ.

პროტესტანტული ეკლესია ბათუმში, თავდადებულის ქუჩაზე 1995 წლიდან მოქმედებს.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბათუმში პირველი პროტესტანტები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ.

საშობაო წირვა დილამდე გაგრძელდება.

შობას ზეიმობენ ბათუმის კათოლიკურ ტაძარშიც.

მსგავსი