ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება
ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება

ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება. ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პოლონური კინოს დღეები ბათუმში „ფოლიშ ფილმ ფრომოუშენის“ მხარდაჭერით იმართება.

პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 6 ფილმი, მათ შორის ცნობილი პოლონელი კინორეჟისორების – ანჟეი ვაიდას, რომან პოლანსკისა და იან კომასას ნამუშევრები:
1. „პიანისტი“, რომან პოლანსკი, საფრანგეთი/გერმანია/პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი, 2002;
2. „მარმარილოს კაცი“ ანჟეი ვაიდა, პოლონეთი, 1976 წ.;3. „აღთქმული მიწა“, ანჟეი ვაიდა, პოლონეთი, 1975;
4. „ფერფლი და ალმასი“, ანჟეი ვაიდა, პოლონეთი, 1958;
5. „ვარშავა 44“, იან კომასა, პოლონეთი, 2014;
6. „ვოლინია“  ვოსიეჟ სმარზოვსკი, პოლონეთი, 2016; .
ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. პოლონური კინოს დღეების იდეა, პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლის თავის იუბილეს ეძღვნება.