ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ
ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს.

„მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დგებუაძის თანამშრომლებს, ვინაიდან იგი ისე ექცევა საკუთარ თანამშრომლებსაც, როგორც მოექცა მზიას. დგებუაძე მზიას წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც აპირებდა და მინდა, მადლობა გადავუხადო ქალ პოლიციელებს, რომლებმაც მზია დაიცვეს და არ მისცეს დგებუაძეს ამის საშუალება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დგებუაძეს შეუჩერდეს უფლებამოსილება იქამდე, ვიდრე არ დადგინდება სიმართლე – რა ძალადობის ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან და რაზეც საია-მ უკვე გააკეთა განცხადება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გამოცემა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.

ანალოგიური მოთხოვნებით, ჟურნალისტებმა აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრისთანაც გამართეს.