ბათუმში, პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქე ზაალ ლატარია იკითხება
ბათუმში, პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქე ზაალ ლატარია იკითხება

ბათუმში, პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქე ზაალ ლატარია იკითხება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ლატარია გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს.

პირველი არხის ინფორმაციით, საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხება.

არსებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე მყოფი ზაალ ლატარია ყოფილი სამხედროა და ის ზუგდიდში ცხოვრობდა.

ზაალ ლატარიას დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მისმა შვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.