ბათუმში პოლიციის ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა
ბათუმში პოლიციის ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა

პოლიციის ავტომობილი ბათუმში არასრულწლოვანს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს მომხდარ ფაქტს უდასტურებენ. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანს დაზიანება ფეხზე აქვს მიღებული. ის ამ დროისთვის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.