ბათუმში პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

17:41, 07.04.2021

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

მსგავსი