ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი მოზარდი დაშავდა

14:37, 14.01.2019

ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი მოზარდი დაშავდა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

10 და 12 წლის ბავშვებს დაზიანებები ხელის არეში აღენიშნებათ.

როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში ე.წ ოცნების ქალაქიდან გადაიყვანეს.

„მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა. ხელში აუფეთქდა პიროტექნიკა, რის გამოც ჰქონდა ნახეთქი ჭრილობები. რაც შეეხება მეორე მოზარდს, ის კლინიკაში დაგხვდა გადაყვანილი“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.

მსგავსი