ბათუმში ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს - არიან დაშავებულები 
ბათუმში ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს - არიან დაშავებულები 

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რამდენიმე წუთის წინ შარტავას ქუჩაზე ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის, ერთი მიკროავტობუსი და სამი მსუბუქი ავტომანქანა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იმყოფება.

„დაშავდა სამი ადამიანი, ერთი მსუბუქად და მან უარი თქვა საავადმყოფოში გადაყვანაზე, ორი კი ქალა-ტვინისა და კიდურების დაზიანებით გადაგვყავს რეფერალურ საავადმყოფოში“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

შემთხვევის გამო, შარტავას ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია.