ხელვაჩაურში, ორსართულიან სახლში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
ხელვაჩაურში, ორსართულიან სახლში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

ხელვაჩაურში, ორსართულიან კერძო სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი, მსუბუქად არის დაშავებული.

აფეთქების შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

„მეორე სართულზე მოხდა აფეთება, სახლის ნაწილი დანგრეულია. მეორე სართული არის გაქირავებული. შემთხვევის დროს ოთხი ადამიანი იყო სახლში, მათ შორის მეპატრონე. ყველა კლინიკაშია გადაყვანილი. გადაყვანის დროს კონტაქტურები იყვნენ“, – აცხადებენ მეზობლები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის გამოყენების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.