ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა
ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა

ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი ისევ რჩება აჭარის მთავრობის შენობასთან. ორგანიზატორთა განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება.

„დღეს აქცია დასრულებულია, თუმცა პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. 22 ნოემბერს კი კვლავ შევიკრიბებით ისევ ხალხმრავალ აქციაზე. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციების შემადგენლობის შეცვლა“, – განაცხადა აქციის სპიკერმა, მირდატ ქამადაძემ.

აქცია დღეს „ლელო საქართველოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს. მიზეზებს პარტიის აჭარის ორგანიზაციაში 20:00 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე დაასახელებენ.