ბათუმში ოპოზიციის აქცია დასრულდა, აქციის მონაწილეები ქუთაისში გაემგზავრნენ
ბათუმში ოპოზიციის აქცია დასრულდა, აქციის მონაწილეები ქუთაისში გაემგზავრნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც პარლამენტის პარალელურად პროპორციული არჩევნები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვისაც მოითხოვეს, ამბობენ, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია.

ოპოზიციის სახელით განცხადება მურმან დუმბაძემ გააკეთა.

„პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რიგგარეშე იქნება ის თუ არა, უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება ივანიშვილისა და მისი ხროვის გარეშე“,-განაცხადა მურმან დუმბაძემ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ქუთაისში გაემგზავრა, სადაც მათი განცხადებით, ოპოზიციის საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. ქუთაისში ოპოზიციის წარმომადგენელთა აქცია 14:00 საათზეა დაგეგმილი.