ბათუმში ნათლისღება განბანვის რიტუალით აღნიშნეს
ბათუმში ნათლისღება განბანვის რიტუალით აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღება ტრადიციული შთაფლვის რიტუალით აღინიშნა.

დღესასწაულის დადგომისთანავე მართლმადიდებელი მრევლი ზღვის სანაპიროსთან შეიკრიბა, სადაც განბანვის რიტუალი შესრულდა.

ბოლო რამდენიმე წელია, ნათლისღების დადგომისთანავე სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, სადაც მასობრივი განბანვის რიტუალი სრულდება.

ზღვის სანაპიროზე ასობით ადამიანი მივიდა.

უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველებიც.