ბათუმში, ნარკოლოგიურ ცენტრთან მამაკაცი დაჭრეს

13:06, 21.10.2021

სროლა იყო ბათუმში. ნარკოლოგიური ცენტრის წინ სავარაუდოდ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ნიღბიანმა პირმა მამაკაცს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრთან სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

მსგავსი