ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გამოკითხეს
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გამოკითხეს

სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, მამუკა ქობულაძე გამოვიდა. ის აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მას შემდეგ დაკითხეს, რაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლისგან დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მიიღო.

“შეკითხვები ეხებოდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. მკითხეს, ვინმეს გადავუგზავნე თუ არა, ვისგან მივიღე ეს ვიდეო და ასე შემდეგ. მხოლოდ სტატუსი დავწერე, რომ ეს მიუღებელი იყო ჩემთვის”, – განაცხადა მამუკა ქობულაძემ.

პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე კიდევ ნაცმოძრაობის სამი წევრი რჩება. სამმართველოში ისინი სამი საათის წინ მიიყვანეს.