ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლების აქცია გრძელდება
ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლების აქცია გრძელდება

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან. კვლავ გადაკეტილია გამსახურდიას ქუჩა და დგას სცენა გამომსვლელებისთვის.

დილით აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერებიც მივიდნენ.

„ეს აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, 8 ნოემბერს, თბილისის პარალელურად, აქ გაიმართება გრანდიოზული აქცია და პროტესტი იქნება, ვიდრე არ მივაღწევთ მთავარს – ხელახალ არჩევნებს“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ვარშალომიძე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. პარლამენტის პარალელურად, ოპოზიცია უარს ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც.