ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 2 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა
ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 2 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

ბათუმში, 2 აპრილის შუალედურ არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ოპოზიციის გაერთიანებული, შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლასა და მათ მოსყიდვაზე საუბრობენ.

„გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ პუტინის მოკავშირედ დაფუძნდა, არჩევნებზე გამოცდილი დაშინებისა და შანტაჟის პარალელურად სიახლეებიც შემოიტანა. საარჩევნო სიებში 1 053 ამომრჩეველია, გადმოწერეს ადამიანები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და სუს-ი მათ აკონტროლებს. სუს-ის თანამშრომლები ახლაც დადიან ქუჩებში და ხალხს აშანტაჟებენ. ამის მიუხედავად, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაიმარჯვებს მათე ფუტკარაძე და გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც გეგმავდა მისი მამა ნუგზარ ფუტკარაძე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენელმა გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, ელექტრონულ არჩევნებში დაცულია ფარულობა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.