ბათუმში მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:15, 31.01.2025

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს და პოლიტპატიმრებს“, – ამ შინაარსის მოწოდებებით მართავენ აქციას ბათუმის სტადიონთან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის ე.წ. ზებრაზე მოძრაობენ და გამვლელ მძღოლებს ბანერებს აჩვენებენ. აქციაზე ისმის მოწოდებები მეგაფონებისა და საყვირების საშუალებით.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი