ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება გრძელდება

09:54, 04.09.2020

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება გრძელდება.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველ ღამით ხორციელდება. პარალელურად მიმდინარეობს მიკროავტობუსების დეზინფექციაც.

მათივე ინფორმაციით, ჯამში, ქალაქის მასშტაბით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდება: მუნიციპალური ტრანსპორტის სრული ავტოპარკი, 600-მდე სამარშრუტო ტაქსი, ავტობუსების 150-მდე მოსაცდელი, 40-მდე სკვერი და პარკი, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, 200-ზე მეტი იტალიური ეზო, 850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზო და ლიფტები.

სადეზინფექციო ღონისძიებების მიმდინარეობას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი დაესწრო.

მსგავსი