ბათუმში მოქალაქეების თერმოსკრინინგის მიზნით მოწყობილი ე.წ. ბლოკპოსტები მოიხსნა
ბათუმში მოქალაქეების თერმოსკრინინგის მიზნით მოწყობილი ე.წ. ბლოკპოსტები მოიხსნა

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შესასვლელსა და გამოსასვლელებში მოქალაქეების თერმოსკრინინგის მიზნით მოწყობილი ე.წ. ბლოკპოსტები მოიხსნა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, აჭარაშიც, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, გაგრძელდება მიზნობრივი და სისტემური ტესტირება, რაც გულისხმობს სიმპტომების მქონე პაციენტების და რისკჯგუფების ტესტირებას.

აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე რეგიონში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში სტაბილური მაჩვენებლები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება.