ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო
ბათუმში გუშინ მომხდარ ინციდენტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 156-ე (დევნა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხებიან.