ბათუმში, მოძრაობა „სირცხვილიას” ოფისთან ხმაური იყო
ხმაური იყო ბათუმში, „სირცხვილიას” ოფისთან.
როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, სამართალდამცველები მათი ორგანიზაციის ოფისის შენობაში შევიდნენ, სადაც მათი თქმით, „დაუმორჩილებლობის წვეულება“ იმართებოდა და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
როგორც ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა ორგანიზაციის წევრებს განუმარტეს, დაკავება ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლის საფუძველზე მოხდა.
„სირცხვილიას“ ოფისამდე მოძრაობის წევრები მსვლელობით მივიდნენ. ისინი ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებდნენ.