ბათუმში მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ორგანიზებით აქცია  „არა ჩაბეტონებას“ გაიმართა
ბათუმში მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ორგანიზებით აქცია „არა ჩაბეტონებას“ გაიმართა

ბათუმში მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ორგანიზებით აქცია სახელწოდებით, „არა ჩაბეტონებას“ გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა „რივიერა ბათუმის“ მშენებლობა გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, სანაპიროზე პროექტით გათვალისწინებული ცათამბჯენების მშენებლობა ბათუმში ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის.

„კანონით განსაზღვრული რეგულაციების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუშვებელია სამ სართულზე მეტი სიმაღლის შენობის აშენება, მოხდება კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა; შესაძლოა, პროექტის განხორციელებამ გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა. „რივიერას“ ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის აშენება ხელს შეუშლის ქალაქის განიავებას და კიდევ უფრო დააბინძურებს ჰაერს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მოძრაობის წევრბმა გაავრცელეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიას ალტერნატიული ადგილი უნდა გამოეყოს.

შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი